ზუგდიდში, სუპერმარკეტ „2 ნაბიჯის“ პირველი ფილიალი დღეს გაიხსნა

ზუგდიდში, სუპერმარკეტი „2 ნაბიჯის“ პირველი ფილიალი, მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა საზეიმოდ გახსნეს.
მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ სუპერმარკეტის გახსნასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მისასალმებელია ნებისმიერი ახალი ობიექტის გახსნა, რომელიც ადამიანების დასაქმებას ითვალისწინებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია კი ყოველთვის შეუწყობს ხელს ასეთ ინიციატივებს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, „2 ნაბიჯი“ არის პირველი ფლიალი, რომელიც ზუგდიდში ც. დადიანის №6 -ში გაიხსნა. წლის ბოლომდე სუპერმარკეტის ქსელი, ზუგდიდში 5 ფილიალის გახსნას გეგმავს. თოთოეულ ფილიალში კი 12-დან 15-მდე ადგილობრივი მომსახურე პერსონალი დასქამდება.




