ზუგდიდში მოწამლული ბავშვები ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს [ვიდეო]
10 მცირეწლოვანი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს, ქუთაისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არასრულწლოვნები ზუგდიდში ერთ-ერთი კორპუსის ბინაში უკრაინის მოქალაქე ქალთან ერთად ცხოვრობდნენ. მეზობლების ინფორმაციით, ბავშვების მდგომარეობა იყო ცუდი და სასწრაფოში დარეკეს.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.



