ბაკურიანი საერთაშორისო კულინარიულ ფესტივალს Erasmus+ მხარდაჭერით უმასპინძლებს

13 აპრილს ბაკურიანში, Erasmus+ მხარდაჭერით საერთაშორისო კულინაირული ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მიზანია კულტურული მრავალფეროვნება წარუდგინოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ სტუმრებს და ხელი შეუწყოს კულტურათაშორის გაცვლას.
ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ლელა კიკალეიშვილის განცხადებით, მთელი დღის გამნავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა-ფოლკლორული კონცერტი, ღვინის და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია, ასევე მცირე საგანმანათლებლო, სპორტული და გასართობი ღონისძიებები. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული სოციალური მეწარმეები კი საკუთარი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას გამართავენ.
‘’ფესტივალი წარმოადგენს ერასმუს + ფარგლებში დაფინანსებული პროექტის “ Food For Inclusion” დასკვნით ღონისძიებას. პროექტის პარტნიორები არიან სამოქალაქო სფეროში ჩართული ორგანიზაციები საქართველოდან, ჩეხეთიდან, ესტონეთიდან,საბერძნეთიდან და უკრაინიდან. ორგანიზაცია თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან, ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს ერასმუს+ ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში. მსგავსი სახის ღონისძიებები ევროკავშირის მხარდაჭერით სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში აქტიურად ხორციელდება“-განცხადა ლელა კიკალეიშვილმა.
მისივე განცხადებით, „ახალგაზრდული ასოციაცია დრონი“ 2007 წლიდან არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიის გამოყენებით მუშაობს თემის განვითარებაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე, თანასწორობაზე, კონფლიქტთა მოგვარებაზე და ზრუნავს მშვიდობიანი, თანასწორი გარემოს შექმნაზე.




