stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

სამეგრელოში თხილის შესაწამლი აპარატების დარიგება დაიწყო

10.04.2019 / 10 აპრილი 2019
სამეგრელოში თხილის შესაწამლი აპარატების დარიგება დაიწყო

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ სამეგრელოში, ფაროსანასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, შესაწამლი აპარატების დარიგება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუდან დაიწყო, სადაც ფერმერებს პირველი 100 აპარატი უკვე გადაეცათ. აპარატების გადაცემის ცერემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე – გიორგი ხანიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელია დაესწრნენ.

ფერმერები აპარატის გამოყენების ინსტრუქციას და თხილის შეწამვლის ზუსტ პირობებს ადგილზე გაეცნენ. თხილის მოსავლის გადარჩენის კამპანია ახლა უკვე მთავარ ფაზაში გადადის. თხილის მწარმოებელთა ასოციაცია კამპანიას – “გადავარჩინოთ თხილის მოსავალი” სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობების, კომპანია “ფერეროსა” და USAID–ის მხარდაჭერით ახორციელებს. ასოციაცია სახელმწიფოსგან მიღებულ შესაწამლ აპარატებს ფერმერებს უსასყიდლოდ გადასცემს და თხილის მოვლისა და შეწამვლის ყველა ეტაპზე სამუშაო პროცესს კოორდინირებას გაუწევს.

კამპანია მიზნად ისახავს ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების შესახებ ფერმერების ინფორმირებას, თხილის ბაღის მოვლის პროცესების მართვას და თხილის მაღალხარისხიანი მოსავლის მიღებას. 1 თვის განმავლობაში ფერმერებთან სამეგრელოში, იმერეთსა და აჭარაში 200-მდე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრებზე თხილის მწარმოებელთა ასოციაციის კოორდინატორებმა და ტრენერებმა ფერმერებს თხილის ბაღის შეწამვლის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და პროექტში ჩართვის მსურველ ფერმერთა განაცხადებიც მიიღეს.

ამ ეტაპზე, თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტში 15 000 მდე ფერმერია ჩართული. ისინი უკვე დაიყვნენ ჯგუფებად და საკუთარი ჯგუფის ლიდერებიც აირჩიეს, რომლებსაც გადაეცემათ თხილის შესაწამლი აპარატები და შეწამვლის პროცესს ისინი გაუწევენ ზედამხედველობას. აღსანიშნავია, რომ ფაროსანასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების გაცნობით გალის რაიონში მცხოვრები ფერმერებიც დაინტერესდნენ.

20-მდე გალელი ფერმერი წალენჯიხაში, ასოციაციის ოფისში, თხილის მოვლის შესახებ მარტში გამართულ ტრენინგს დაესწრო. ასოციაციის აგრონომებმა და სპეციალისტებმა მათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლება ჩაუტარეს.

ფაროსანასთან ეფექტიანი ბრძოლა მთელი საქართველოს მოსახლეობისათვის აქტუალურია. თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე ჩაატარა. ახლა ფერმერების უშუალო ჩართულობაა მნიშვნელოვანი. გარდა აპარატებით უზრუნველყოფისა, თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტის ფარგლებში, ასოციაცია ფერმერებს ხელს შეუწყობს, რომ მათ შეღავათიანი პირობებით შეიძინონ სასუქი პრეპარატები და პესტიციდები. რაც მთავარია, ასოციაცია ზედამხედველობას გაუწევს აუცილებელი ხარისხიანი​ აგროღონისძიებების განხორციელებას შეწამვლის პერიოდში.

წინა პოსტი

ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს – ვის წისქვილზე ასხამს წყალს თენგიზ ჯგუშია?!

შემდეგი პოსტი

მარიუპოლსა და ზუგდიდს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა იწყება

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სენაკში თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

სენაკში თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

სამეგრელოში თხილის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

სამეგრელოში თხილის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

თხილის მოსავლის გადარჩენის მასშტაბური პროექტი დაიწყო

თხილის მოსავლის გადარჩენის მასშტაბური პროექტი დაიწყო