სანდრა რულოვსის მალული შეხვედრები ზუგდიდში – რას ფიქრობს ხალხი? [ვიდეო]
ზუგდიდის მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან საარჩევნო კამპანიას მეტად თავისებურად წარმართავს. ის ადგილობრივ სოფლებში ჩადის, საკუთარი მხარდამჭერების საცხოვრებელ სახლებში რჩება, შეხვედრებს ოპოზიციურ არხებს აშუქებინებს და ამით ქმნის ფონს, თითქოს რეგიონის ყველა სოფელში სიხარულით ხვდებიან. ამის შესახებ იმ სოფლების მოსახლეობა ამბობს, სადაც ოპოზიციის კანდიდატი უკვე იმყოფებოდა.
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ რულოვსი რიგით მოსახლეობასთან შეხვედრებს თავს არიდებს და მათ კითხვებსაც გაურბის. შესაბამისად, მათი უმეტესობა კანდიდატის საარჩევნო პროგრამასაც არ იცნობს. სანდრა რულოვსის შეხვედრების შესახებ არაფერი იცის არც მედიამ.
ის, რომ რულოვსი ხალხთან შეხვედრებს გაურბის, “ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისშიც აცხადებენ. სახელისუფლებო კანდიდატის, გიორგი შენგელიას შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, ოპოზიციის კანდიდატს მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული კრიტიკის ეშინია. ადგილობრივები კი მას „ნაცმოძრაობის“ დროს ჩადენილი დანაშაულების გამო ხშირად მწვავედ აკრიტიკებენ.


