“ნაციონალებმა” კანდიდატის წარდგენა “ქართული ოცნების” კანდიდატის წარდგენის შემდეგ გადადეს

ზუგდიდის მერობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდიატის გიორგი შენგელიას წარდგენის შემდეგ, ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი კანდიდიატის სანდრა რულოვსის წარდგენა გადაიფიკრა. რულოვსის წარდგენა წესით ხვალ, 7 აპრილს უნდა მომხდარიყო. პარტიაში ამ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა გამომწვევ მიზეზებზე არ საუბრობენ.
„ქართული ოცნების“ კანდიდატის წარდგენაზე ათასობით მოქალაქის გამოსვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საყოველთაო მზადება გამოაცხადეს, მიხეილ სააკაშვილმა პარტიის ლიდერებს მოსთხოვა მცირე შეხვედრა არ გაემართათ.
ენმ ხვალისთვის ხალხის მობილიზებას ვერ ახერხებს, საუბარი იყო 700 მხარდაჭერზე, რომელიც რაიონებიდან უნდა ჩამოეყვანათ, თუმცა მათი მობილიზება ვერ ხერხდბა, რის გამოც პარტიამ კანდიდატის წარდგენა გადაიფიქრა.
ის, რომ სანდრა რულოვსის წარდგენა 7 აპრილს გაიმართებოდა, ამის შესახებ პარტიის ადგილობრივმა ოფისმა განცხადება ჯერ კიდევ 30 მარტს გაავრცელა.
მსგავსი სიახლეები
![„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში [სრულად]](https://api.stv.ge/uploads/2024/10/463213664_1110233480467449_1093098972334588337_n-960x571.jpg)
„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში [სრულად]

ზუგდიდში ავტორბოლის სერიები „ქართული ოცნების“ დელეგატობის კანდიდატის დავით კოდუას ინიციატივით ტარდება


