ზუგდიდელები გიორგი შენგელიას კანდიდატად წარდგენას ულოცავენ

მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას ოფიციალური წარდგენა ზუგდიდში დღეს გაიმართა, რომელსაც პარტიის ლიდერები და პრემიერ მინისტრიც დაესწრო.
წარდგენის შემდეგ გეგა შენგელია ზუგდიდის ქუჩებში გავიდა, სადაც მას ხალხი თბილად ხვდებოდა და კანდიდატად წარდგენას ულოცავდნენ. გეგა შენგელიას პრემიერის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანიც თან ახლდა.



