მარტვილის მერმა პირველი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ ბრძანების საფუძველზე მისი პირველი მოადგილე დავით სურმავა თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია სურმავამ STV-თან სატელეფონო საუბარში დაუდასტურა.
,,დღეს მერმა ბრძანების საფუძველზე გამათავისუფლა სამსახურიდან.მე განცხადება არ დამიწერია. სხვა ვერაფერს გეტყვი,”- განაცხადა სურმავამ.
ცნობისთვის აღნიშნულ თანამდებობას 2017 წლოდან იკავებს.




