ჩხოროწყუში 26 მაისს პირველი პრეზიდენტის სახელობის სკვერი გაიხსნება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა,საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრები, სხვადასხვა დაწესებულებისა და საზოგადოების წარმომადგენლები სოფელ ჯიხაშკარში იმყოფებოდნენ , მათ ზვიად გამსახურდიას ყოფილი საფლავი გვირგვინით შეამკეს,დაანთეს სანთლები, პატივი მიაგეს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას და მის ღვაწლზე ისაუბრეს.
ისტორიული მუზეუმის დირექტორ ნაირა ციმინტიას ორგანიზებით ქალაქ ჩხოროწყუს #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველი პრეზიდენტის ყოფილ საფლავთან მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია ჩაატარეს.
ანსამბლ ,,ჩხოროწყუს” წევრებმა პატრიოტულ თემაზე სიმღერები შეასრულეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს ასევე ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრ თემურ სოსელიას საფლავი.
26 მაისს ,ქალაქ ჩხოროწყუში საზეიმოდ გაიხსნება პირველი პრეზიდენტის სახელობის სკვერი, სადაც ზვიად გამსახურდიას ბიუსტი განთავსდება.




