წალენჯიხაში პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილე აღნიშნეს

საქართველოს ეროვნული გმირისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, საკრებულოს წევრებმა, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა ზვიადის გორაზე პატივი მიაგეს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას.
მამა ილია სარიამ პირველი პრეზიდენტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
ცნობისათვის, წალენჯიხის მერიამ გამოაცხადა ტენდერი ზვიად გამსახურდიას ბიუსტის მოწყობასთან დაკავშირებით. ტენდერში გა გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია , რომელიც უზრუნველყოფს ბიუსტის ჩამოსხმას.
ზვიად გამსახურდიას ბიუსტი ქალაქ წალენჯიხაში 26 მაისს საზეიმოდ გაიხსნება.




