ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭითაწყარის გზა რეაბილიტირდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში, კოსტავას ქუჩაზე, გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია გაეცნო.
კოსტავას ქუჩაზე ეწყობა ასფალტო-ბეტონის საფარი. სამუშაოების დასრულების შემდეგ ჯამში რეაბილიტირებული იქნება 1928 მეტრი სიგრძისა და 6 მეტრი სიგანის გზა. გზასთან ერთად სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოებიც მიმდინარეობს.
ჭითაწყარის გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2018 წელს განხორცილედა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 998 116 ლარი იხარჯება.




