ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, ედიშერ თოლორაიას ბიურო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის წევრის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ედიშერ თოლორაიას ბიურო განცხადებას ავრცელებს რომელსაც უკომენტაროდ გთავაზობთ:
“მოგეხსენებათ, რომ დღეს მედია ორგანიზაცია „ლაივპრესმა“ გამოაქვეყნა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ედიშერ თოლორაიას 2016 წლიდან დღემდე, პარლამენტში კენჭისყრაზე დაყენებულ საკითხები, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო.
მედია ორგანიზაციის მიერ გავრცლებული ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დეპუტატმა კენჭისყრაზე დაყენებულ ყველა საკითხს მხარი დაუჭირა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
მაჟორიტარმა დეპუტატმა კენჭისყრაზე დაყენებულ არაერთ საკითხს მხარი არ დაუჭირა, მათ შორის იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაერთინების შესახებ კანონპროექტი”,-აღნიშნულია მაჟორიტარის ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




