სენაკში, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტში, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება. ქალაქად და სოფლად იწყება სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტებისა და საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ჯამური სატენდერო ღირებულება 64 954 ლარს შედგენს.
კონკრეტულად, დაგეგმილია მშვიდობის ქუჩაზე დაზიანებული რკინა-ბეტონის ჯებირის აღდგენითი სამუშაოები, ასევე რუსთაველის ქუჩის 112-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია ( ბეტონის ჯებირის გამაგრებითი და ფსკერზე მონოლითური რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოები).
სენაკის მუნიციპალიტეტის, ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში – ცენტრალური გზის დაზიანებული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი.




