ზვიად გამსახურდიას იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ზუგდიდში
ზუგდიდში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ზვიად გამსახურდიას იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებაზე სიტყვით ეროვნული მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები და საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლები სიტყვით გამოვიდნენ და მის ღვაწლზე ისაუბრეს.
დღეს ასევე შედგა ფილმის ,,ჩემი საქართველო, ჩემი პრეზიდენტის” ჩვენება, რომელშიც ზვიად გამსახურდიას ცხოვრების მთავარი ეპიზოდებია აღწერილი.




