ზუგდიდში, “ნიკორაში” მომხდარ ინციდენტში მონაწილე 3 მამაკაცი დაკავებულია

შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს 3 ახალგაზრდა მამაკაცი. სამივე ზუგდიდელია. მათ ბრალად ედებათ ზუგდიდში სოხუმის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ ” ნიკორაში” მომხდარ ინციდენტში მონაწილეობა.
4 მარტს, გვიან საღამოს, დაკავებულებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მარკეტის პერსონალს და ფინანსური ზარალი მიაყენეს ობიექტს.
დაკავებულებს ბრალს დღეს წაუყენებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239- ე ხულიგნობის მუხლით არის აღძრული.




