“ბეტონის ნაცვლად მწვანე კონცეფციის სასტუმრო” – ზუგდიდი სიახლის მოლოდინში [ვიდეო]
სოციალურ ქსელში ახალი გრაფიკული ვიდეო გამოჩნდა, სადაც ნაჩვენებია ზუგდიდის სკეიტ პარკის ტერიტორიაზე ახალი, ბრენდული სასტუმრო, რომლის მშენებლობაც სამეგრელოს შუაგულშია დაგეგმილი.
“ყინულის გასაბერი კონსტრუქციის და ბეტონის ნაცვლად მწვანე კონცეფციის სასტუმრო” – ასეთია ძირითადი სლოგანი, რომელიც გააუმჯობესებს არამხოლოდ იერსახეს, არამედ გარემო პირობებსაც.
ცნობისათვის, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ახალი სასტუმრო პირველი საერთაშორისო ბრენდი იქნება ზუგდიდში. ამასთან, სასტუმროს კონცეფცია თავსებადია ზუგდიდის არქიტექტურასთან.
პროექტი 130 თანამედროვე აღჭურვილობის და დიზაინის ნომერს აერთიანებს. უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გეგმა, რომლითაც სასტუმროს ოპერირებისთვის 200-ზე მეტი სამუშაო ადგილია განსაზღვრული.
პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება კი 30 მილიონი ლარია.
ამასთანავე, მუშავდება უმაღლესი სტანდარტების ყინულის მოედნის მშიენებლობა. ყინულის სახლი ბინას ყოფილი კომკავშირის პარკის ტერიტორიაზე დაიდებს, რომლის კეთილმოწყობასაც ბრენდული სასტუმროს ინვესტორი პოტენციური ინვესტორი უზრუნველყოფს.


