ზუგდიდში სოციალური პროგრამა “ერთი თბილი ოთახი“-ს მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, 19 ოჯახი „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში ჩართო. პროგრამის ფარგლებში დასრულებულია 9 „ერთი თბილი ოთახის“ მოწყობის სამუშაოები, ხოლო მიმდინარეობს 10 ოთახის მოწყობა.
დღეს, სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, კიროვის და კახათის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე ზუგდიდში, სოხუმის, ლომოურის, გრიბოედოვისა და თეთრი გიორგის ქუჩებზე იმყოფებოდნენ, სადაც „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დაათავალიერეს.
კომისიამ პრიორიტეტული ოჯახები ანკეტირების შედეგების შეჯამებისა და ვიზუალური (ფოტო) მასალის განხილვის შედეგად გამოავლინა.
პროექტის ღირებულება 95 000 ლარია. პროგრამის განხორციელება 2017 წელს დაიწყო, რომელიც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის ერთი ოთახის კეთილმოწყობას გულისხმობს.




