სენაკში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი აშენდება

მალე სენაკის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონი მოემსახურება. სტადიონის რეაბილიტაციის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
სტადიონის შენობის რეაბილიტაციის დასაწყებად გამოცხადებული სატენდერო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 147 320 ლარს შეადგენს.




