ალექსანდრე მოწერელიამ რეგიონის სოფლის რწმუნებულებს თხილის დაცვის პროგრამა გააცნო

შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა, რეგიონში თხილის სექტორში არსებულ ვითარებაზე, სახელმწიფო პროგრამასა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, მისი განმარტებით კარდაკარის პრინციპით აქტიურად გაგრძელდება მოსახლეობისთვის პრაქტიკული სამუშაოების გაცნობა.
ალექსანდრე მოწერელიამ, სოფლის რწმუნებულებთან შეხვედრაზე „თხილის დაცვის პროგრამა“-ში ჩართვასა და მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებაზე ისაუბრა.



