სოფელ ლეწურწუმეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ , ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ , მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა, სოფელ ლეწურწუმეში, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები დაათვალიერეს.
დასრულების ეტაპზეა ნაკიფუ-ჩხოროწყუ-ლეწურწუმეს საავტომობილო გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტირებული გზის დაგება. პროექტის ფარგლებში გაკეთდა ეზოში შესასვლელები, მიერთებები, წყალამრიდი მილები, ბეტონის კიუვეტები, მოეწყო გაბიონები და აშენდა ახალი სახიდე გადასასვლელი.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2 396 069 დაფინანსდა.




