ზაალ ლატარია – მე ეს სახელმწიფო მდევნის, კადრებთან არანაირი შეხება არ მაქვს

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე გამოკითხულ ზაალ ლატარიას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. როგორც ლატარიამ ჩხრეკის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, მას კადრები უცნობმა პირმა ჩაუგდო, ნახა და შემდეგ წაშალა.
მისი თქმით, ლატარიას ხელისუფლება დევნის და ყოველივე ეს პოლიტიკური მოტივით ხორციელდება.
,,პირადი ცხოვრების კადრებს მედავებიან. მე ეს სახელმწიფო მდევნის, კადრებთან არანაირი შეხება არ მაქვს. ვიღაცამ ჩამიგდო, ვნახე და ამოვშალე. სხვა არანაირი შეხება არ მქონია ამ საქმესთან. 2013 შემდეგ მდევნიან და მომსდევენ. მე ვარ მეომარი, მე ვარ პატრიოტი. ზეწოლა ყველა ნაბიჯზე მქონდა. ახლა არჩვნების დროსაც მითხრეს წადი აქედანო. საქალაქო სასამართლოს განჩინება გამაცნეს. ეს ყველაფერი არის მოწყობილი”- აცხადებს ზაალ ლატარია.
როგორც ადგილზე ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა მალხაზ შანშიაშვილმა განაცხადა ჩხრეკა ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტარდება და ზაალს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებას ედავებიან.
მსგავსი სიახლეები

სალომე ზურაბიშვილი – მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენა დალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული

მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტი ამბობს ვეტოს დავადებ, ოღონდ მოტივირებულ შენიშვნებს არ დავწერო, ეს იგივეა, პროკურორმა განაცხადოს, მე დავიჭერ ამ ადამიანს, მაგრამ არ ვეტყვი საზოგადოებას, რა ბრალს წარვუდგენ


