ზუგდიდს მალე განახლებული ავტოპარკი ექნება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 15 საზოგადოებრივი ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3`419`544.00 ლარია.
სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მერია შეისყიდის უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, ერთი მარკა/მოდელის, კონდიცირება-ვენტილაციის სისტემით აღჭურვილი. გამოშვების წელი: არანაკლებ 2018. თითოეული ავტობუსის მიერ გავლილი მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 6000 კმ-ს.
კიდევ ერთი სატენდერო პირობაა ხმის გამაძლიერებლები მგზავრთა განყოფილებაში ხმის თანაბრად გავრცელებისთვის და მიკროფონი მძღოლის კაბინაში.
ავტობუსი შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება.




