პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით ზუგდიდელი გიზო ბოჭორიშვილი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ მოკლულის ნათესავები ადასტურებენ. 42 წლის მამაკაცს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
ბოჭორიშვილი ნაქირავებ ბინაში მოკლეს. წინასწარი მონაცემებით, მკვლელობის მოტივად სიმთვრალე და ურთიერთშელაპარაკება სახელდება. ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელი სავარაუდოდ ქართველია.
შეტყობინება პოლონეთში საქართველოს საელჩოშიც შევიდა, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების თაობაზე. დაწყებულია საქმის მოკვლევა. საქართველოს საელჩო კონტაქტზეა ოჯახთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.




