ქალაქ ჩხოროწყუში PSP-ს აფთიაქი გაიხსნა

PSP- ს სააფთიაქო ქსელს ქალაქ ჩხოროწყუში, თანამედროვე დიზაინით მოწყობილი კიდევ ერთი აფთიაქი შეემატა, რომელიც გობეჩიას ქუჩა #5- ში დღეს გაიხსნა. აფთიაქი მომხმარებელს , მედიკამენტების გარდა, ბავშვთა მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანს სთავაზობს.
ახალი ობიექტის გახსნაში მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ PSP-ს მენეჯერ ელისო ქაჯაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუასთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
აფთიაქში ათი თანამშრომელი დასაქმდა.




