ზუგდიდის მერიაში დევნილთა საკითხებზე იმსჯელეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა და მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის ახალ წარმომადგენელს რეზო ქობალიას შეხვდნენ. შეხვედრაზე რეზო ქობალიამ არსებულ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და დევნილთა საჭიროებები განიხილა.
,,მნიშვნელოვანია დაიწყოს მუშაობა კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ეტაპობრივად მოხდეს მათი გაყვანა, ამისთვის კი ურთიერთთანამშრომლობა და კოორდინირებული მუშაობაა საჭირო“- აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
ცნობისათვის, მუნიციპალიტეტის მერია დევნილებზე მორგებულ არაერთ პროგრამას ახორციელებს.




