ზუგდიდის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა დატოვა

ამ წუთებისთვის ცნობილი ხდება, რომ ზუგდიდის მერიაში თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა რუსლან კილასონიამ. ამის შესახებ ინფორმაცია STV-ს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაგდა თოდუამ დაუდასტურა.
თოდუას განცხადებით მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, მიზეზებში კი ოჯახური მდგომარეობა მიუთითა.
“დიახ გიდასტურებთ, რომ ბატონმა რუსლან კილასონიამ თანამდებობა დღეს, რამდენიმე წუთის წინ დატოვა და განცხადებით მიმართა ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელს. უკვე ყოფილმა თანამდებობის პირმა განცხადებაში ოჯახური მდგომარეობა მიუთითა და აღნიშნა, რომ გათვალისწინებულ იქნას მისი გამოცდილება და გადაიყვანონ უფრო დაბალ თანამდებობაზე. მერის მოვალეობის შემსრულებელი განიხილავს ამ განცხადებას და ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი”-აღნიშნა ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაგდალინა თოდუამ.
ცნობისათვის, ზუგდიდის მერიაში სავარაუდოდ სხვა თანამდებობის პირებიც აპირებენ თანამდებობის დატოვებას, თუმცა ამ დროისთვის სხვა დეტალები ცნობილი არ არის.




