ეროვნული პარკის მიერ გამართულ პრეზენტაციას ფოთის მერი დაესწრო

ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის პრეზენტაციას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია დაესწრო. შეხვედრაზე კოლხეთის ეროვნული პარკის ახალმა ხელმძღვანელმა დავით გრიგოლიამ დასახულ მიზნებზე ისაუბრა.
კოლხეთის დაბლობის ტორფიანი ჭაობები, რომელიც 45 ათასი ჰექტარ ფართობს მოიცავს, უნიკალურია გეოლოგიური თვალსაზრისით, რელიქტური ტყეებითა და 194 სახეობის ფრინველით, რომელთაგან ბევრი წითელ წიგნშია შეტანილი. 1997 წლიდან, კოლხეთის ეროვნული პარკი, რომელიც ჭარბტენიანი ეკოსისტემის დაცვის მიზნით შეიქმნა, რამსარის კონვენციით არის დაცული.




