რა პროექტები განხორციელდება სამეგრელოში? – საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ზუგდიდში
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორთან დღეს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეებიც დაესწრნენ.
საბჭოს სხდომაზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხი. მათ შორის პრიორიტრეტად საავტომობილო გზების მოწესრიგება რჩება მთავარ პრიორიტეტად.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ გააკეთა.




