ზუგდიდში, დევნილების ჩასახლებაში „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა გაზის მილები შეამოწმეს

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა გაზის მილები შეამოწმეს. კომპანიის წარმომადგენლებმა შეტყობინება გაჟონვის შესახებ გუშინ მიიღეს.
ბარამიას ქუჩაზე მცხოვრებლები აცხადებენ რომ ბუნებრივი აირის სუნი ღამის 12 საათზე იგრძნეს და ცხელ ხაზზე დარეკეს.




