ზუგდიდში გარემოვაჭრეთა დახლები აიღეს

ზუგდიდში, გამსახურდიასა და კეიდიას ქუჩაზე არსებული გარემოვაჭრეების დახლები ზუგდიდის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშორმლებმა აიღეს.
რუსთაველის ქუჩაზე, გულუას ბაღთან მომუშავე გარემოვაჭრეები აცხადებენ რომ გარევაჭრობა მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა და ოჯახები ლუკმა პურის გარეშე რჩებიან, რაც შეეხებათ კეიდიას ქუჩაზე მცხოვრებლებს, ისინი მერიის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ და ამბობენ რომ ზუგდიდში გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს.
ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებლის მაიზერ ნანავას განცხადებით, მერიამ მოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი უკვე შესთავაზა და მიმდინარე კვირას გარევაჭრობას ყველა ლოკაციაზე აკრძალავენ.




