ფოთის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის საგრანტო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილმა პროექტის ამოცანებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ, არასამთავრობო სექტორთან პარტნიორობით, შეიმუშავა ევროკავშირის საგრანტო პროგრამა თვითმმართველობებისათვის.
პროექტის ფარგლებში ფოთის მუნიციპალიტეტი 345 ათას ევროს მიიღებს. 3 წლიანი პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფას.პროექტი „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში.“
პროექტი შემუშავდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის და სტუდენტური ახალგაზრდული სათათბიროს მიერ. პროექტის წინაპირობა გახდა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის კვლევა.
პროექტის მიზანია:
ფოთისა და აბაშის მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაზრდა საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული, ინკლუზიური და მონაწილე მმართველობის პრინციპების დანერგვით; მათ შორის საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებთან საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.
ადგილობრივ მოქალაქეთა ჩართულობისა და მონაწილეობის გაზრდა და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ადგილობრივი მთავრობის გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება ადგილობრივი თვითმმართველობებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ეფექტური და ერთობლივი ურთიერთობების დამყარება.
ეროვნული ცნობიერების ამაღლება საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვნობასთან მიმართებაში ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენლებს შორის.




