ზუგდიდში, შპს „ავტოსერვისთან“ ასობით მანქანის რიგი დგას

ზუგდიდში შპს „ავტოსერვისთან“ასობით მანქანის რიგი დგას. მძღოლებს, რომლებიც მანქანის ტექდათვალიერებას გადიან, რიგში დგომა რამდენიმეა დღე უწევთ. მოქალაქეები ამბობენ, რომ 180 000 მოსახლეზე ერთი პუნქტი არასაკმარისია.
საქართველოში პირველი იანვრიდან ავტომობილის ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა. შსს-ის მომსახურების სააგენტოებთან ასობით მანქანის რიგი დგას. საქართველოს ტერიტორიაზე ამ დროისთვის ტექნიკური ინსპექტირების 26 ცენტრი ფუნქციონირებს.




