გუბერნატორის ჩუმი სიკეთე – ალექსანდრე მოწერელიამ შობა სოფელ ობუჯში გაატარა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, კონკრეტულად კი ობუჯის თემს სტუმრობდა. ამის შესახებ მოწერელიას პიარ სამსახურის პირადი გვერდიდან გახდა ცნობილი. გუბერნატორმა სოფელ ობუჯში წასვლა მარტომ, კამერებისა და პიარ სამსახურის გარეშე გადაწყვიტა.
“დიდხანს ვფიქრობდი, ამ ყველაფერზე დამეწერა თუ არა თუმცა, facebook-გვერდი ჩემი პირადი სივრცეა და მიმიაჩნია, რომ ეს გარკვეულ თავისუფლებას მანიჭებს – არავის არ გავს, ყველასგან გამორჩეულია – მობილურზე სასიამოვნო ზარი დაფიქსირდა. რამდენიმე წუთის წინ ჩემთვის უცნობი მამაკაცის ხმამ ჯერ შობა მომილოცა და შემდეგ მითხრა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯიდან მირეკავდა.
” შენგელაიას გაუმარჯოს, სოფელ ობუჯიდან გირეკავთ, ლევანი ვარ. გუბერნატორი რომ ვნახეთ სოფელში გვეგონა თქვენც, ჩვენს ნათესავსაც ვნახავდით”.., ნუ მოკლედ ასე წარიმართა ჩვენი საუბარი…
ობუჯი ის სოფელია, რომელიც ძალიან მიყვარს და “ჩემია”. ძალიან გამახარა იმ ამბავმაც, რომ სოფელ ობუჯს შობის დღეს ბატონი ალეკო ესტუმრა, ჩუმად ესტუმრა ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე – ადგილობრივებმა კი მასთან ფოტო გადაიღეს და გამომიგზავნეს………და კიდევ, რამდენ სიკეტეს აკეთებს ჩუმად, რომელთა შესახებ გარკვეული მიზეზების გამო ახლა არ მოვყვები 
მოკლედ, უბრალოებაში ყველაზე მეტი ადამიანობაა !”-წერს გუბერნატორის პრესსამსახურის თანამშრომელი მერი შენგელაია სოციალურ ქსელში.




