საშობაო ალილოს მსვლელობა მარტვილში

ტრადიციული ალილოს მსვლელობა საზეიმო წირვის დამთავრების შემდეგ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც სასულიერო პირები, სტიქაროსნები და მრევლი მონაწილეობდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმადგენლებთან ერთად მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდა და მათ საშობაო ნობათი გადასცა.
შემოწირული ტკბილეული და სხვა საჩუქრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.




