stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ექსკლუზივი

ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსანმა, ლაშა ჯაიანმა თანამდებობა დატოვა

25.12.2018 / 25 დეკემბერი 2018
ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსანმა, ლაშა ჯაიანმა თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ლაშა ჯაიანმა დაკავებული თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. STV-ს სანდო წყაროს ცნობით ჯაიანმა განცხადება რამდენიმე წუთის წინ მერიის კანცელარიაში დატოვა, თუმცა განცხადებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია მერის მოვალეობის შემსრულებელს.

STV-ს წყაროს ცნობით, ამ წუთებში ზუგდიდის მერიაში თათბირი მიმდინარეობა, რომლის დამთავრების შემდეგაც აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარები გაკეთდება. მანამდე კი მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაგდალინა თოდუა აცხადებს, რომ ლაშა ჯაიანმა თანამდებობა ოჯახური პირობების გამო დატოვა.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ყოფილი კომპანიის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ზუგდიდში ტენდერებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ყოფილი კომპანია იგებს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, შპს „ევრომშენი 999”-ის მიერ ტენდერებში გამარჯვება და ზემოთ მოყვანილი გარემოებები წარმოშობს ეჭვს და აჩენს კითხვებს სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით, რაზეც ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უნდა გასცეს სრულყოფილი და ამომწურავი პასუხი.

TI მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს შპს „ევრომშენი 999”-ის მიერ ზუგდიდის გამგეობისა და ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების კანონიერების საკითხი.

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ლაშა ჯაიანის განცხადებით, მას  „ევრომშენი 999“-სთან კავშირი არ აქვს. ჯაიანი თამამად ამბობს, რომ ყოფილ კომპანიასთან დაკავშირებით კანონდარღვევასა და ეჭვის საფუძველს ვერ ხედავს.

“აღნიშნული კომპანია კანონის სრული დაცვით გადავეცი ამჟამინდელ, მოქმედ დირექტორს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მერიაში მაღალ თანამდებობაზე დავინიშნე. ჩემს სახელზე არცერთი კომპანია არ ირიცხება. შესაბამისად, მე ვერ ვხედავ ეჭვის ვერავითარ საფუძველს, თუმცა, თუ ეჭვი და კითხვები მაინც არსებობს კანონდარღვევასთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს შეუძლიათ მიმართონ და სიმართლეს გამოძიება დაადგენს“, – აცხადებს ლაშა ჯაიანი.

“სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა საჯაროა და ნებისმიერ მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სასურველ ტენდერში თუ ის აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოვლენა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.

შესაბამისად შპს “ევრომშენი” გამარჯვებულად გამოვლინდა მხოლოდ იმ ტენდერებში სადაც სრულყოფილად დააკმაყოფილა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნები. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას იღებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იცავს არადისკრიმინაციულობის და თანასწორობის პრინციპებს. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებები საჯარო და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს”-აცხადებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.

წინა პოსტი

ზუგდიდელი სიმონ პეტრიდისი პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველი გახდა

შემდეგი პოსტი

ზუგდიდში დაკარგულ 14 წლის გოგოს ეძებენ

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის ვიცე მერმა თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის ვიცე მერმა თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის მერია კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა დატოვა

ზუგდიდის მერია კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა დატოვა