მარტვილის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით, გამწვანების აქცია გაიმართა

20 დეკემბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით, გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, საფეხბურთო სკოლის საწვრთნელი ბაზის ტერიტორიაზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ და საფეხბურთო სკოლის დირექტორმა ჯერსი სურმავამ თანამშრომლებთან ერთად დეკორატიული ნაძვის ნერგები დარგეს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში მსგავსი ტიპის აქციები პერიოდულად ხორციელდება, რაც ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ჩამოყალიბებას.




