ფოთის ადგილობრივი ხელისუფლება შვედეთის სამეფოს სტუმრობს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან ირაკლი კაკულიასთან ერთად, შვედეთის სამეფოს სტუმრობს.
ვიზიტი ფოთსა და ქალაქ ოსტამარს შორის ორწლიანი პროექტის „სოციალური ინკლუზია-მუნიციპალური სერვისების განვითარება ხანდაზმულებისა , შშმ ბავშვებისა და მოზარდებისათვის“ ფარგლებში ხორციელდება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი ფარეშიშვილი და ირაკლი კაკულია ქალაქ ოსტამარის მერს იაკობს სპანგელბერგსა და ვიცე-მერს მარგარეტა ვიდენ-ბერგენს შეხვდნენ. მოინახულეს შშმ პირთა სახლი და მოხუცთა თავშესაფარი. იგეგმება შეხვედრები ოსტამარის საკრებულოსა და შვედეთის პარლამენტის წევრებთან.
ფოთისა და ოსტამარის დამეგობრება 11 წლის წინ მოხდა. ამ დროის განმავლობაში არაერთი სოციალური პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც ქალაქებს შორის მჭიდრო ურთიერთანამშრომლობა ჩამოყალიბდა.




