ზუგდიდის ყინულის სახლი 2019 წლიდან ამუშავდება

ყინულის მოედნის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა. რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა ფიდერები და მოხდა ჰიდრავლიკური სისტემის რეკონსტრუქცია-მოდერნიზება.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის „კელვინის“ დირექტორი ზურაბ ომიაძეს განცხადებით, ახლა ობიექტის ჩაბარების პროცედურები მიმდინარეობს.
ყინულის სახლი 2019 წლიდან ამუშავდება.




