სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სავარაუდოდ სამეგრელოში გაიმართება

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია შესაძლოა სამეგრელოში, კონკრეტულად კი ქალაქ ფოთში გაიმართოს. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ მხოლოდ კულუარებში ვრცელდება.
ზურაბიშვილი ინაუგურაციის ფოთში გამართვას იმ სიმბოლური დატვირთვით ხსნის, რომ აღნიშნული ქალაქის აღმშენებლობა მისი დიდი ბაბუის, ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოსახლეობის 59 %-იანი მხარდაჭერა მიიღო.
პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს უნდა გაიმართოს.



