ზუგდიდში, საქართველს ადვოკატთა ასოციაციის სამეგრელო ზემო- სვანეთის რეგიონალური ოფისი გაიხსნა
ზუგდიდში, რუსთაველის 93 ნომერში საქართველს ადვოკატთა ასოციაციის სამეგრელო ზემო- სვანეთის რეგიონალური ოფისი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა გახსნა.
როგორც ასათიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ახალი ინფრასტრუქტურული ერთეული უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია სამეგრელოს რეგიონში, რომელითაც არამხოლოდ ზუგდიდში, არამედ მთელ სამეგრელოში მოღვაწე ადვოკატები ისარგებლებენ.
მისივე თქმით, ადვოკატთა ასოციაციას ფართი ქონების მართვის ეროვნულმა სამსახურმა უსასყიდლოდ გადასცა. გახსნის ცერემონიას სამეგრელო-ზემო სვანეთში მოღვაწე უფლებადამცველები ესწრებოდნენ.




