გდი-ს ყოფილი უფროსის ბაკურ გულუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

წუხელ გვიან ღამით ზუგდიდიში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი გარემოს დაცვის ინსპექციის ყოფილი უფროსის ბაკურ გულუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მედიკოსების თქმით, გულუას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ის მკურნალობას კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში განაგრძობს.
შსს- ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ცნობისთვის, ბაკურ გულუა 2012 წლამდე სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის – თენგიზ გუნავას მოადგილე იყო, 2013 წელს ის სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში მუშაობდა, შემდეგ კი გარემოს დაცვის ინსპექციაში გადავიდა სამუშაოდ.



