სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია ზუგდიდში გრანდიოზული კოლონით დასრულდა [ვიდეო]
ზუგდიდში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია მანქანების მსვლელობით დასრულდა. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს ზუგდიდის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მანქანების მსვლელობა ენგურის ხიდიდან დაიწყო. ახალგაზრდებმა მანქანების კოლონით ქალაქის ქუჩები შემოიარეს, მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.



