მე პასუხისმგებლობას ვიღებ არჩევნების წყნარ და მშვიდ გარემოში ჩატარებაზე – ინტერვიუ მინისტრთან
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ბოლო რამდენიმე კვირაა სამეგრელოში იმყოფება და შეხვედრებს აქტიურად მართავს. შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმდინარე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით დღეს განმარტებები გააკეთა.
“ზუგდიდში და სამეგრელოში არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს” – ამ განცხადებით გამოეხმაურა სამეგრელოში მის ხშირ ვიზიტს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია და განმარტა, რომ ეს რეგიონი დიდი მნიშვნელობისაა, რადგან ყველაზე ახლოსაა საოკუპაციო ხაზთან.
ვიცე-პრემიერის თქმით, სამეგრელოში მისი ხშირი ვიზიტი ნაწილობრივ წინასაარჩენო პროცესბსაც უკავშირდება.
“მე პასუხისმგებლობას ვიღებ არჩევნების წყნარ და მშვიდ გარემოში ჩატარებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ნაწილობრივ წინასაარჩევნო პერიოდსაც უკავშირდება ჩემი სამეგრეოში ხშირი ვიზიტი, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი რეგიონი, ყველაზე ახლოს საოკუპაციო ხაზთან. ზუგდიდში და სამეგრელოში არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
“წინასაარჩევნო პერიოდში 21 პირის დევნაა დაწყებული” – განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ბოლო პერიოდში გურჯაანსა და ონში მომხდარ ამბებზე.
გახარიას თქმით, თავდასხმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე უმრავლეს შემთხვევაში საყოფაცხოვრებო ხასიათის იყო, თუმცა, არის შემთხვევები, სადაც ფაქტები შეიცავდა პოლიტიკურ ნიშნებს, რომლებთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარობს.
გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას, საარჩევნო პროცესში კრიმინალების ჩართვასთან დაკავშირებით მინისტრი ბრალდებას “აბსურდს” უწოდებს და ოპოზიციას წინასაარჩევნო მანიპულაციებში ადანაშაულებს.
მსგავსი სიახლეები

მდინარაძე – ჩვენ ვართ პასუხისმგებელი არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარებაზე

დავით კოდუა: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის სისხლხორციელი ძალადობა


