ალექსანდრე მოწერელია: თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშონ ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის განვითარებაში

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. გუბერნატორის თქმით, საჭიროა შეიქმნას ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც გარკვეული ფორმით ჩაერთვება ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში და მონიტორინგსაც გაუწევს მათ.
შეხვედრაზე ალექსანდრე მოწერელიამ რეგიონში მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა პასუხის ფორმატით წარიმართა და გუბერნატორმა სტუდენტების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა.
,,თქვენ ხართ ძალიან მნიშვნელოვანი ძალა და ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევქმნათ ძლიერი ქვეყანა. ვფიქრობთ, რომ უნდა შეიქმნას ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც გარკვეული ფორმით ჩარეთვება ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში და მონიტორინგსაც გაუწევს მას. არაფერი დასამალი არ უნდა იყოს. ჩვენ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ახალგაზრდებთან შეხვედრებს, მოვისმენთ მათ იდეებს და ჩვენს რეგიონში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ მივაწვდით ინფორმაციას“. – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
შეხვედრას ესწრებოდა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გიორგი შენგელია.
მსგავსი სიახლეები

ალექსანდრე მოწერელია – აბაშა არის ადგილი, სადაც ჩვენმა წინაპრებმა დიდი შრომა გასწიეს და რა თქმა უნდა, მეამაყება ის, რომ პაპაჩემი, რომლის სახელსაც მე ვატარებ, იყო ამ შრომის თანამონაწილე

გიორგი ჯინჭარაძე: ჩვენი აბიტურიენტებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, მათ შორის აფხაზეთიდან დროებით დევნილი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც თავისი როლი უნდა შეასრულონ საქართველოს გამთლიანებასა და წარმატებაში.


