15 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ ნაწილში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-15 ნოემბერს საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
14-15 აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი ამინდი, შესაძლებელია ნისლიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემერატურა 12-13 ნოემბერს +12, +13, ხოლო 14-15 ნოემბერს +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, ზოგიერთ დღეს, მათ შორის 15 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში თოვლ–ჭყაპია მოსალოდნელი.
წუხელ აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში თოვდა. კერძოდ, ჯვრის უღელტეხილსა და გუდაურში, სადაც თოვლის სიმაღლე უკვე 18 სანტიმეტრია. მაღალმთიან რაიონებში თოვლი დღეს ღამითაც არის მოსალოდნელი, ბარში კი კვლავ იწვიმებს.




