ქვარაია – ადამიანები ემიჯნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ შავ ლაქას, რომელიც ამ ორგანიზაციასთანაა დაკავშირებული

“ქართული ოცნების” ერთერთი ლიდერის მერაბ ქვარაიას განცხადებით, ადამიანები ემიჯნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ შავ ლაქას, რომელიც ამ ორგანიზაციასთანაა დაკავშირებული. ასე გამოეხმაურა ქვარაია ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის ლელა ქებურიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც დღეს ევროპული საქართველო ერთერთმა წევრმა იმიტომ დატოვა, რომ მასზე ხელისუფლებამ ზეწოლა განახორციელა.
„მე ყოველთვის ვაცხადებდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი და იგივე ორგანიზაციიაა. ამდენად ის ფაქტი, რომ ადამიანები „ნაციონალური მოძრაობას“ ტოვებენ რაიმე გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს. ადამიანები ემიჯნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ შავ ლაქას, რომელიც ამ ორგანიზაციასთან არის დაკავშირებული. სხვა მხრივ ეს ჩვენი ხელწერა არ არის. მოგეხსენებათ ეს არის მათი ხელწერა თუ რატომ ტოვებენ ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს მათ საკუთარ გადაწყვეტილებებში და მათ პარტიაში უნდა მოიკითხონ,”-განაცხადა ქვარაიამ.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: დაბრუნდა მესამე მსოფლიო ომის საფრთხე და ბირთვული ომის რიტორიკა, ამ დროს ჩვენ, პატარა ქვეყანა, ჩვენი ერი, რომელიც გამოირჩევა თავისი გონიერებით და ვიცით, როგორ გადავრჩეთ, სად მივექანებით, სად მიგვაქანებენ ეს ადამიანები

ირაკლი ჩიქოვანი: ჩინეთში დიდი ყურადღებით უყურებენ იმ პროცესებს, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში მიმდინარეობს. ისინი პოზიტიურად აღიქვამენ ეკონომიკური ზრდის იმ სიჩქარესა და ტემპს, რომელიც ქვეყანაში გვაქვს


