მარტვილში, წაჩხურუს ტაძართან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წაჩხურუში, მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილირტაციის სამუშაოების მეოთხე ეტაპი განხორციელდა.მარტვილის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 1 429 მეტრი ასფალტობეტონის საფარი დაიგო.
პროექტი ასევე მოიცავდა, გრუნტის კიუვეტების, ღია წყალმიმღები ბეტონის ცხაურის, მიერთებებზე ლითონის მილების და გზის დამცავი საყრდენი კედლის მოწყობას, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო მოედანი თავისი მისასვლელებით.პროექტის ღირებულებამ 378 059 ლარს შეადგენა, სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,არქეოპოლისმა“ შეასრულა.
ცნობისთვის, აღნიშნული გზის მშენებლობა ოთხ ეტაპად მიმდინარეობდა და მისმა საერთო ღირებულებამ 2 220 508 ლარი შეადგინა. წაჩხურუს გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.




