სოფელ ზედაეწერში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო

სამუშაოების მიმდინარეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი ჯაბა ხმალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გეგა შენგელია გაეცნენ, მოსახლეობას შეხვდნენ და გაზიფიცირებაზე ინფორმაცია მიაწოდეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები შამგონას ადმინისტრაციულ ერთეულშიც იმყოფებოდნენ, სადაც გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია და მოსახლეობის გამრიცხველიანების პროცესი მიმდინარეობს.
შამგონაში ბუნებრივი აირი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ აანთო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 32 სოფელი უკვე გაზიფიცირებულია, დანარჩენი სოფლების გაზიფიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება.




