ზუგდიდის სოფლების დავითიანის და ოქტომბერის გაზიფიცირება მოხდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანისა და ოქტომბერის გაზფიცირება მოხდება, ინფორმაცია ადგილობრივებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ გააცნო.
სოფლების მოსახლეობა გაზიფიცირებას წლებია ითხოვს. ამჟამად დავითიანსა და ოქტომბერში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია წინასაპროექტო მოკვლევას ახდენს.
დავითიანსა და ოქტომბერში გაზიფიცირების სამუშაოები 2019 წელს დასრულდება. დაქსელვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ორივე სოფელში 800-მდე მოსახლეს ექნება გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.
მსგავსი სიახლეები

ხობისა და ზუგდიდის სოფლების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს საჯიჯაოში

დავით კოდუა: ზუგდიდის 21 სოფლის 70-მდე უბანსა და ქალაქის 20-ზე მეტ ქუჩაზე შეხვედრები გავმართეთ – ამჯერად დავიწყეთ სოფლების მიხედვით გაფართოებული შეხვედრები


