გეგა შენგელია – ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს და სამომავლო გეგმებზე უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ

ზუგდიდის ახალი ვიცე-მერი ახალი იდეებით მოდის. გეგა შენგელია ზუგდიდის მერიაში მაღალ თანამდებობას იკავებს. ახალგაზრდა, უკვე ყოფილი ბანკირი, ოფიციალურად მუშაობას ხვალიდან შეუდგება.
“ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს და სამომავლო გეგმებზე უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ. მაქვს იდეები და იგეგმება სასიკეთო ძვრები ჩვენი ქალაქის, ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ. ამ ეტაპზე მხოლოდ ამით შემიძლია შემოვიფარგლო. პირადად მე, არაფერს დავიშურებ, რომ ჩემი გამოცდილება ჩემს მშობლიურ ქალაქს და ჩემს ზუგდიდელებს მოვახმარო”,-აცხადებს STV-სთან ზუგდიდის ახალი ვიცე-მერი.
ცნობისათვის, ახალი ამბების სააგენტო STV-მ გუშინ ექსკლუზიურად გაჟღერა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ. პირველი კომენტარი გეგა შენგელიამ STV-სთან გააკეთა.
მსგავსი სიახლეები
გეგა შენგელია – მე დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდში და კარგად ვიცი აქაური საჭირბოროტო საკითხები

ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი სიკეთე მოვუტანოთ ადგილობრივებს და უფრო კომფორტული გავხადოთ ჩვენი მუნიციპალიტეტი


